LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურში ჩამოსხმული წყალი ექსპორტზე გავა

98
62492098_2108595732602621_4811151098586857472_n

ამბროლაურში წარმოებული „იწის წყალი“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება.

კომპანიის წარმოების მოცულობა დღესდღეობით წელიწადში 2,5 მილიონ ბოთლს წარმოადგენს. საწარმოს დამფუძნებლები სამომავლოდ წარმოების გაზრდას და საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანასაც გეგმავენ. ამჟამად, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში, 2018 წელს ქ. ამბროლაურში, საწარმო ,,იწის წყალი“ გაიხსნა. კომპანია მინერალური წყლის წარმოებითაა დაკავებული და წარმატებით ფუნქციონირებს ადგილობრივ ბაზარზე. შუშისა და PET ბოთლებში ჩამოსხმული იწის წყალი ძალიან მაღალი კლასის მტკნარი წყლისგან იწარმოება, რაც მის კონკურენტულ უპირატესობას უსვამს ხაზს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები