LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურში სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნა

212
ambrolauri inkluziuri centri

გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ამბროლაურში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ორმოცდაათზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მოემსახურება.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეძლებენ პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებას და რეაბილიტაციის პროგრამების გავლას. სოციალური ინკლუზიის ცენტრი ასევე შექმნის თანამშრომლობისა და პარტნიორობის სივრცეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ხანდაზმულთათვის.“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ თანამშრომლობით გაიხსნა. ცენტრის მოწყობაში ჩართულები იყვნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია. სოციალური ინკლუზიის ცენტრის პროექტს ასევე მხარი დაუჭირეს ბულგარეთისა და პოლონეთის საელჩოებმა.

 

პოპულალურები