LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ… მიწა აქვთ, მიწა უნდა დამუშავდეს…თუ იმუშავებ არ იშიმშილებ” – ხათუნა ბოკუჩავა

959
BeFunky-collage

“თუ იმუშავებ არ იშიმშილებ,” – ეს განცხადება მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებსა და უმუშევრობაზე საუბრისას.

მსახიობი ქეთი დოლიძის მიერ რამდნეიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ეთანხმება.

“რას აკეთებს ელიავას ბაზრობის ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი?! რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?!” – ქეთი დოლიძე

ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკას ეხმაურება: „ნეტავ მქონდეს სოფელი საერთოდ არ ვიცხოვრებდი აქ, არავინ არავის არ ლანძღავს… ტაქსის მძღოლებს თვითონვე უთქვამთ როგორ ეზარებათ სოფელში თავისივე მიწაზე შრომა…”

 

“ქალბატონმა ქეთიმ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, რომელსაც მერე დაესხნენ თავს და გააცამტვერეს. ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ. დგანან ნარდს თამაშობენ, იშვიათად რამდენიმე ადამიანი ნახო, რომ წამოგყვეს და რაღაც გააკეთოს.

ყოველთვის სოფელი არჩენდა ქალაქს. მიწა აქვთ, მიწა უნდა დამუშავდეს, საქონელია, წვრილფეხაა თუ მსხვილფეხაა…

კაბინეტში უნდათ მუშაობა ან უნდათ თქვენსავით ჟურნალისტი იყვნენ.” – განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები