LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკამ პანდემიის დროს თვალი ღმერთს მიაპყრო“ – პატრიარქი კელი დეგნანს მადლობას უხდის

135
patriarqi elCi

საქართველოს საპატრიარქო წერილებს აქვეყნებს, რომელებიც  კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს რობერტ რედფილდსა და აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს წერილები მისწერა.

პატრიარქი წერილებში მადლიერებას გამოხატავს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეგიონალური ოფისი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში 10 ქვეყანას მოემსახურება.

უწმინდესი წერს, რომ აშშ-მ პანდემიის პერიოდისას “თვალი ღმერთს მიაპყრო” და ამით მსოფლიოს მაგალითი უჩვენა.

„გულითადად მოგესალმებით და მოგმართავთ ქრისტესმიერი სიყვარულით. მე კარგად მახსოვს თქვენთან შეხვედრა და არც არასდროს დამავიწყდება ის განწყობა, რაც თქვენ დაგვიტოვეთ. სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, რომ მსოფლიო მასშტაბის არსებული რთულის ვითარების პირობებში წლის ბოლოსთვის შესაძლებელი გახდებოდა საქართველოში გახსნილიყო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეგიონალური ოფისი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში 10 ქვეყანას მოემსახურება.

მიიღეთ ჩვენი მადლიერება თქვენდამი და თქვენი ქვეყნისადმი.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ამერიკამ, რომელსაც უძლიერესი სამედიცინო სისტემა და ეკონომიკა აქვს, პანდემიის ურთულესი პერიოდი გაიარა არა მარტო ადამიანური შესაძლებლობების იმედად, არამედ, პირველ რიგში, თვალი ღმერთს მიაპყრო და ამით მაგალითი უჩვენა მსოფლიოს.

შევთხოვ უფალს მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ხოლო თქვენს ქვეყანას არ მოაკლოს მშვიდობა და ღვთის მფარველობა“, – ნათქვამია პატრიარქის მიერ რობერტ რედფილდსადმი გაგზავნილ წერილში.

ილია II მადლობას უხდის აშშ-ს ელჩსაც.

საპასუხო წერილში კელი დეგნანი წერს, რომ აშშ ელის “პატრიარქთან და ქართული საზოგადოების სხვა ლიდერებთან ურთიერთობის შემდგომ შესაძლებლობებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად”.

ამერიკაში კორონავირუსით 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 131 485 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მხრივ, ამერიკა მსოფლიოში პირველი ქვეყანაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები