LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები ოლიმპიადას ემუქრებიან

91

აშშ-ს ოლიმპიური კომიტეტი რიოს თამაშების ბოიკოტით იმუქრება ზიკას ვირუსის გამო.
კომიტეტში აცხადებენ, რომ სპორტსმენები არ უნდა წავიდნენ ბრაზილიაში, თუ ეპიდემიის გამო თავს დაცულად არ გრძნობენ.

მანამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავკაცმა ტომას ბახმა განაცხადა, რომ მიუხედავად ციებ-ცხელებისა ოლიმპიურ თამაშებში ყველა საუკეთესო სპორტსმენი მიიღებდა მონაწილეობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკა საგანგებო ვითარებად შეაფასა.
ნოემბრის ბოლოს კი ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს, რომ ზიკა ფეხმძიმე ქალებს საფრთხეს უქმნის.

ოლიმპიური თამაშები რიო დე ჟანეიროში 5 აგვისტოდან 21 აგვისტომდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები