LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი

144
trampi 1

ამერიკის მხარდაჭერის კიდევ ერთი ფაქტი – პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ამერიკის 2020 წლის ბიუჯეტს, რომლის ოდენობაც 738 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. დოკუმენტი საქართველოსაც ეხება, რაც გამოხატავს „ორი ქვეყნის საერთო ინტერესებისადმი ერთგულებას, მათ შორის ქართველი სამხედროების ნატო-ს მისიებში მონაწილეობის მიმართ“.

„კონგრესი ადასტურებს, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ის არ სცნობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად”,-წერია დოკუმენტში.

საქართველოს გარდა, აქვე ხაზგასმულია უკრაინისთვის 300 მილიონის სამხედრო დახმარების გამოყოფაზეც.

შეგახსენებთ, ამერიკის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტი გასულ კვირას, 86-8 ხმით დაამტკიცა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები