ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 7% ფიქრობს, რომ რძიან შოკოლადს ყავისფერი ძროხები იწველებიან

700
extra-large-1497606847-cover-image
რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 7% ფიქრობს, რომ რძიან შოკოლადს ყავისფერი ძროხები იწველებიან.
აღნიშნული ინფორმაცია ამერიკის რძის პროდუქტების ინოვაციის ცენტრის ვებგვერდმა გაავრცელა, რომლის ცნობითაც ყველაზე ხშირად მოქალაქეები მათ სწორედ ამაზე ეკითხებიან.
ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს შორის ერთ-ერთი ლიდერია კითხვა: იწველება თუ არა შოკოლადიან რძეს მუქი ფერის ძროხა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკის მოსახლეობის 7% დაახლოებით 16.4 მილიონი ადამიანია, ფაქტია, რომ უამრავმა ამერიკელმა არ იცის, როგორ მზადდება შოკოლადიანი რძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეერთებულ შტატებში ჩატარებულ ორი წლის წინანდელ გამოკითხვაში, 150 მილიონზე მეტ გამოკითხულ ადამიანთა 45%-ს პასუხი არ ჰქონდა კითხვაზე, თუ საიდან მოდის შოკოლადიანი რძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები