LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკულ ავიაკომპანიებს დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ფრენა კომერციულად მომგებიანია – ნათია თურნავა

141
ავია-ბილეთები-საქართველო-ამერიკა-1

ნათია თურნავა ფიქრობს, რომ ამერიკულ ავიაკომპანიებს საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლაში დაარწმუნებს.

„ვფიქრობთ, ამერიკის ბაზრის ორ ლიდერ საავიაციო კომპანიას დავარწმუნებთ, რომ პირდაპირი ფრენები პოლიტიკურად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც ძალიან მიმზიდველი და მომგებიანი იქნება კომერციულად, რომ შემოვიდნენ საქართველოში, რადგან ჩვენ ნამდვილად ვართ ლოგისტიკური რეგიონული ჰაბი,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომელიც წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიებთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ში იმყოფება.

პირდაპირ აშშ-ში - ახალი ავიამიმართულება საქართველოდან

საქართველო აშშ - სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების – Delta Air Lines-ის და United airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.

შეგახსენებთ, აშშსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე მოლაპარაკების დასაწყებად დაგეგმილი ვიზიტი ნათია თურნავამ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დაანონსა. როგორც მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა  დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმზიდველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები