LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული ავიაკომპანიები მგზავრებს პირბადეების ტარებას არ მოსთხოვენ

122
airways news

ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყველაზე დიდი ავიაკომპანია – American Airlines, Delta Air Lines და United Airlines – ბორტზე მყოფ ადამიანებს სამედიცინო ნიღბების ტარებას არ დაავალდებულებს. თუმცა, თვითმფრინავში ასვლამდე ნიღბებს აუცილებლად გადასცემს და უსაფრთხოების დაცვას ამ გზით წაახალისებს.

ავიაგადამზიდებმა თანამშრომლებს ოფიციალური მითითება მისცეს, რომ მგზავრები არ შეაწუხონ და რეისზე ის ადამიანებიც დაუშვან, ვინც უსაფრთხოების წესებს არ იცავს.

როგორც American Airlines–ის პილოტებმა განაცხადეს, როდესაც მგზავრი უკვე სალონშია ამოსული, პირბადის ტარება ძალიან მნიშვნელოვანი აღარ არის. ბორტგამცილებლები უსაფრთხოების წესებს ყველას შეახსენებენ, თუმცა არავის არაფერს დააძალებენ.

მგზავრს პირბადის გაკეთება ბორტის დატოვებისას მაინც მოუწევს, რადგან საპასპორტე კონტროლს ისე ვერ გაივლის.

United Airlines–შიც აცხადებენ, რომ მგზავრებს უსაფრთხოების ნორმების დაცვა თვითმფრინავის დატოვების შემდეგ მოუწევთ. ბორტზე ყოფნისას კი არავის არაფერს დაავალდებულებენ. ამ მოსაზრებას იზიარებს Delta Air Lines–იც.

აღსანიშნავია, რომ სამივე ავიაკომპანია ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს, მაგალითად მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და იმ ადამიანებისთის ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს – სამედიცინო აღჭურვილობის ტარება სავალდებულო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გაერომ უსაფრთხოების წესების დაცვა ყველა ავიაკომპანიას მოსთხოვა და ერთ–ერთი პუნქტი ფრენის დროს სამედიცინო ნიღბის ტარებასაც გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები