LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკული დანაშაულებების ისტორიის“ ახალი სეზონი მონიკა ლევინსკის საქმეს მიეძღვნება

112

სერიალ „ამერიკული დანაშაულებების ისტორიის“ ახალი სეზონი მონიკა ლევინსკის საქმეს მიეძღვნება. ცნობილია, რომ პროექტის წყაროდ ჯეფრი ტუბინის ბესტსელერი „გრანდიოზული შეთქმულება: სექს-სკანდალი, რომელმაც კინაღამ პრეზიდენტი დაღუპა“ დაედება. ტუბინის მეორე წიგნი ო ჯეი სიმპსონის საქმეს ეძღვნება და ის სერიალის პირველი სეზონის მთავარი თემა იყო.

სერიალის შემქმენლები უკვე აქტიურად ეძებენ მსახიობებს ლევინსკისა და მისი კოლეგის, ლინდა ტრიპის როლზე (ეს უკანასკენლი ჩუმად იწერდა ლევინსკის მონაყოლს ბილ კლინტონთან მის მაშინდელ რომანზე).

შეგახსენებთ, რომ „ამერიკული დანაშაულებების ისტორიის“ მეორე სეზონი ქარიშხალ კატრინას ეძღვნება, მესამე კი დიზაინერ ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები