LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული დელეგაცია საქართველოშია – ვისთან იმართება შეხვედრები

93
amerika kobaxa

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციის წევრები თბილისში შეხვედრებს იწყებენ. ისინი დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს შეხვდებიან. მთავარი თემები საკანონმდებლო მეთოდები, გამოწვევები და სხვა მიმდინარე საკითხებია.

„მათ აინტერესებთ, რა რეფორმები მიმდინარეობს პარლამენტში, განსაკუთრებით ის შიდა საპარლამენტო კონტროლი და ზედამხედველობა, რომელიც ბოლო პერიოდში ჩვენთან ძალიან გააქტიურდა“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

კონგრესმენებთან შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებზე საუბარს გეგმავს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ იმ საკითხებზე ისაურებენ. რაც ქვეყანაში უსაფრთხოებისა და დემოკრატიულობის თვალსაზრისითაა. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია, რადგან არჩევნები ახლოვდენა, რასაც მისი თქმით, ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები