LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: ფულადმა წახალისებამ იმუშავა, საკითხი „ბუსტერზეც“ დავაყენეთ

687
BeFunky-collage (10)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ფულადმა წახალისებამ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციაზე მიმართვიანობა საგრძნობლად გაზარდა.

როგორც გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი ფულად წახალისებას „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაშიც ემხრობა და ამ წინადადებით ფინანსთა მინისტრს უკვე მიმართა.

გამყრელიძე: არ უნდა გავთამამდეთ, არ ვთქვათ, რომ „ომიკრონია“, გადავიტან მას როგორც სურდოს, „ომიკრონიც“ იწვევს დამძიმებას

„200-ლარიანმა ფულადმა წახალისებამ იმუშავა, რაც ნოემბრის ბოლოს დაწესდა. დამატებით 125 ათასი 60+ ასაკის მოქალაქე აიცრა. მუშაობს 50+ ასაკის მოქალაქეებშიც. დეკემბერთან შედარებით სამჯერ გაიზარდა, როცა 200-ლარიანი წახალისება 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ძალაში პირველ იანვარს შევიდა.

გაბუნია: შემთხვევების დიდი ნაწილი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა არ გაზრდილა

გიდასტურებთ, რომ მე თვითონ ვემხრობი ასევე და დღეს დავაყენე ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ თუ შესაძლებელია იყოს „ბუსტერზეც“. თუ ჩვენ „ბუსტერიზაციას“ სერიოზულად გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში სულ 2 622 459 მოქალაქეა აცრილი. stopcov.ge-ს მონაცემით, დღიურად აიცრა 9 290 ადამიანი.

გაბუნია: ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ “ომიკრონია”, დადასტურებულია 1 200-ზე მეტი შემთხვევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები