დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაადასტურეს. ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების ვაქცინით, “სინოფარმით” აიცრება.

შეგახსენებთ, რომ “სინოფარმით” ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისიდან იწყება. აღნიშნული ვაქცინის გაკეთება საქართველოში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ. ქვეყანაში “სინოფარმის” 100 000 დოზა რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები