LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე “სინოფარმის” მეორე დოზით აიცრა

85
191418310-251862623370079-6133699228602636300-n

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.

ამირან გამყრელიძემ “სინოფარმის” მეორე დოზა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.

შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძემ ვაქცინის პირველი დოზა 4 მაისს გაიკეთა. 

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მაშინ იმუნიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 130 037 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი კი 4 445-ია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები