LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამის ჩამდენს ცხოველი რომ ვუწოდო, ცხოველებს მივაყენებ დიდ შეურაცხყოფას”- თბილისში მიუსაფარი ცხოველების საკვები აპარატი დააზიანეს

aaa

თბილისში, კიკვიძის ბაღში, ძაღლების კვებისათვის განკუთვნილი, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატი დააზიანეს. შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

“აი, ასეთ დღეშია კიკვიძის ბაღში სულ ახლახან დამონტაჟებული ბოთლიყლაპია აპარატი, რომლის მეშვეობით მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაა შესაძლებელი. ამის ჩამდენს ცხოველი რომ ვუწოდო, ცხოველებს მივაყენებ დიდ შეურაცხყოფას.
რატომ ხალხო, რატომ? – წერს მანანა თოქმაჯიშვილი

 

https://www.facebook.com/mtoqma/posts/2260185964013386

ფაქტი, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა, ვინაიდან დღისით ტერიტორიას პარკის დაცვა აკონტროლებს. მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.

აპარატები თბილისში გასული წლის დეკემბერში განთავსდა. კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, დისპენსერში წყლის ჩასხმის კი, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები