LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამჯერად ბრალდებულის სტატუსით: რას წერს მსოფლიო მედია ნიკოლოზ ბასილაშვილზე

394
766f29889c7883c56a462902365f98736e059655

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თავად ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ, ჩოგბურთელის ოჯახმა განცხადება გაავრცელა და ნეკა დოროყაშვილის ბრალდებები უარყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ საქმის დეტალებზე უახლოეს მომავალში, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. თუმცა, მანამდე ნეკა დოროყაშვილმა თქვა, რომ სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა.

ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, რომელიც მას ძალადობაში ადანაშაულებს (ფოტოები)

წყვილის სოციალურ ქსელში დიდი ხანია მათი ერთობლივი ფოტოები აღარ იდებ და ნეკაც საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე ჩანს.

 

ჯერჯერობით უცნობია სასამართლო გამოძიებისა და მტკიცებულებების დეტალები. საქმის მასალებს სახალხო დამცველიც იკვლევს. განცხადება გაავრცელა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამაც.

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს!”- ომბუდსმენმა ბასილაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო

ვგმობთ ძალადობას, საქმის დასრულებამდე შეფასებისგან თავს შევიკავებთ: ჩოგბურთის ფედერაციის განცხადება

 

ფაქტია, რომ დანაშაულის სპეციფიურობის გარდა, საქმე ეხება მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, რომელსაც ყოველთვის გულშემატკივრობდა მთელი საქართველო.

ჩოგბურთელის საქმეს დღეს არა მარტო ქართული, არამედ უცხოური მედიაც აშუქებდა.

“ჩოგბურთის ქართველ ვარსკვლავს ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავებიან” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა france24. სტატიაში ნათქვამია, რომ ბასილაშვილი 27 ათასი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბასილაშვილის საქმეზე წერს “გარდიანი”. სტატიაში ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობით დაკავებულ და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ბასილაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.

“გარდიანი” წერს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ჩოგბურთელია.

“ის პირველია, რომელმაც ATP-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე რამდენიმე ტიტული მოიგო და თავის კარიერის განმავლობაში ხუთ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ბასილაშვილმა და  დოროყაშვილმა 2013 წელს იქორწინეს, 2015 წელს კი მათ შვილი, ლუკა შეეძინათ,”- ნათქვამია სტატიაში.

 

 

ბასილაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებდნენ ისეთი გამოცემებიც, როგორიცაა: “the sun”, “MSN”, “essentiallysports”, “tennis-tourtalk.”

თუ როგორ წარიმართება ტიტულოვანი ქართველი ჩოგბურთელის პროცესი და იქონიებს თუ არა ზეგავლენას მის კარიერაზე მსოფლიო მასშტაბით, უცხოური მედია წერს, რომ ეს ივლისის მეორე ნახევარში გაირკვევა.

შეგახსენებთ, წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები