LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიის კანონით ხელისუფლება ეცადა ორი კურდღლის დაჭერას: ხათუნა ლაგაზიძე

76
unnamed

„ამნისტიის კანონით ხელისუფლება ეცადა ორი კურდღლის დაჭერას. მოეხსნა სამომავლოდ პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე და ამ თვალსაზრისით კარგად გამოიყენა მოლაპარაკების ფორმატი, ხელშეკრულება და მეორე, ეზარალებინა ოპოზიციის იმიჯი“, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლება ორივე მიზანს აღწევს, თუმცა როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, რთულია პროგნოზირება, რამდენად შეძლებს ოპოზიცია, ხელი მოაწეროს კანონპროექტს ისე, რომ იმიჯურად ნაკლებად დაზარალდეს.

მისი პროგნოზით, როდესაც ამნისტიის საკითხი ამოიწურება და დღის წესრიგში სხვა საკითხები დადგება, „ქართული ოცნება“ ეცდება ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგით ათამაშოს, ისე როგორც ამას ამ ეტაპზე ახერხებს.

„ეს არის პირველი ნაბიჯი შეთანხმების შესრულებისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა ნაღმებიც არ აქვს ჩადებული, აუცილებლად ის ამ ნაღმებს ააფეთქებს. როდესაც დღის წესრიგსი დადგება ცესკოს ასევე სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი, იქაც ნახავთ უამრავ ნაღმს, რომელზეც ოპოზიცია შეიძლება აფეთქდეს და „ქართული ოცნება“ ეცდება, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ოპოციზია ისევ ამ ნიაღვარში ატრიალოს, მხოლოდ ამ ხელშეკრულებას მიაჯაჭვოს.

რეალურად ოპოზიციას ყველაფერი წინ აქვს. რიგაგრეშე არჩევნები მოსაპოვებელია, იმიჯი აღსადგენი აქვს, აღსადგენია საკუთარ ამომრჩეველთან ჩატეხილი ხიდი, აუცილებელია კონცენტრაცია უმნიშვჯელოვანეს საკითხებზე, რომელიც აწუხებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს სისტემური ხედვების შემუშავება და ხალხისთვის გაზიარება“,-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები