LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამოღებულია 11 815 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – საგამოძიებო სამსახურმა 3 პირი დააკავა

78
image-750x-604cc0256d34c

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორ ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 10 338 კოლოფი, ხოლო თბილისში, 1 477 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 50 000 ლარს აღემატება”, – წერია უწყების განცხადებაში.

 

 

გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები