გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო იარაღები ამოიღეს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიება განახორციელეს.

სამტრედია-დაფნარის მონაკვეთში დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე რიონის აუზის, ზუთხის სატოფე ადგილები დაათვალიერეს. მოქალაქეებს მდინარეში ერთი ერთეული ჩასადგმელი იარუსი, 57 ერთეული„საზუთხე ანკელარი”, 7 ერთეული ხოლოხი ბადე, ასევე 20 ერთეული დიდი ზომის ნემსკავი (20მმ) ჰქონდათ ჩაგებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის უკანონო იარაღები მდინარიდან ამოიღეს.

მსგავსი თემები