LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი, მილანი, ბერლინი – 1 ნოემბრიდან საქართველოდან ავიამიმოსვლა 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება

155
Technology-The-best-apps-for-finding-cheap-flights-1

საქართველოდან კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით რეგულარული რეისები 1 ნოემბრიდან აღდგება. შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში 19 ოქტომბერს შევიდა.

კერძოდ, 2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაემატება ის პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისები, რომლებიც სრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

დოჰა (ICAO-ის კოდი  OTHH);
ვარშავა (ICAO-ის კოდი  EPWA);
ათენი (ICAO-ის კოდი  LGAV);
ამსტერდამი (ICAO-ს კოდი  EHAM);
ვენა (ICAO-ის კოდი  LOWW);
ბერლინი (ICAO-ის კოდი  EDDB);
მილანი (ICAO-ის კოდი  LIME);

ასევე, 2020 წლის 1-ლი ოქტომბრიდან  იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ის კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის (ICAO-ის კოდი  EVRA), 1 ნოემბრიდან დაემატება ის პირდაპირ რეგულარული საერთაშორისო რეისები, რომლებიც სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

კატოვიცე (ICAO-ის კოდი  EPKT);
ვილნიუსი (ICAO-ის კოდი  EYVI);
დორტმუნდი (ICAO-ის კოდი  EDLW).
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები