LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამიდან თბილისისკენ დღეს კიდევ ერთი რეისი შესრულდება

161
Delta-Air-Lines-Airbus-A330-departure-Schiphol-Amsterdam-Airport-1200x675

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ამსტერდამიდან განხორციელდება. მგზავრთა შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები, ფეხმძიმეები, სტუდენტები და მეზღვაურები.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მესამე ჩარტერული რეისი ნიდერლანდებიდან.

ამ რეისით ასევე ისარგებლებენ ტრანზიტული მგზავრები ტაილანდიდან, ავსტრალიიდან, სუდანიდან, ინდონეზიიდან, ყატარიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, დანიიდან და საფრანგეთიდან.

ასევე, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი ტრანზიტული მგზავრებისათვის, რომლითაც სამშობლოს აშშ-დან დაუბრუნდება 100-მდე თანამემამულე, მათ შორის სტუდენტები, სამხედროები, ხანდაზმული პირები და ტურისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები