LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა არგანაშვილი: თუ აქამდე ბავშვების ცემა-ტყეპა, ყურის აწევა, პანჩურის ამორტყმა საოხუნჯო საქმედ ითვლებოდა, მოსამართლემ, 5 წლიანი საპატიმრო სასჯელი და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა მოძალადეს

100
ანნა არგანაშვილი

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში გორის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, მოსამართლე დავით მაკარაძის გამოტანილი განაჩენი ემსახურება იმას, რომ ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობას საოხუნჯოდ აღარ გახდიან.

„აუცილებელი მგონია დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილების მნიშვნელობა სათანადოდ გავიაზროთ.
თუ აქამდე ბავშვების ცემა-ტყეპა, ყურის აწევა, პანჩურის ამორტყმა საოხუნჯო საქმედ ითვლებოდა, მოსამართლემ, 5 წლიანი საპატიმრო სასჯელი და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა მოძალადეს.

ეს არის პარადიგმის ცვლილება და ბავშვების სხეულებრივი დასჯის მავნე პრაქტიკის დასასრულის დასაწყისი ამ ქვეყანაში ?
მოსამართლე დავით მაკარაძე, გორის რაიონული სასამართლოდან.

გილოცავთ ბავშვებო, ამის შემდეგ თქვენზე ფიზიკურ ძალადობას საოხუნჯოდ აღარ გახდიან ❤️ თუ ვინმეს დახმარება გჭირდებათ, აქ ვართ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.“- წერს ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები