მსახიობ თამარ მაყაშვილის განცხადებას, რომელსაც საზოგადოების კრიტიკული რეაქცია მოჰყვა, უფლებადამცველი ანა არღანაშვილი ეხმიანება.
არღანაშვილი მაყაშვილის როლიდან მოხსნაზეც წერს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ მის მიერ მოხდილ ბოდიშს ფასი დაუკარგა და ეს სამწუხაროა:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის მიერ მოხდილ ბოდიშს ფასი დავუკარგეთ. სინამდვილეში, თუ გულწრფელად წუხს ადამიანი, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასჯა.
თამარ მაყაშვილის როლიდან მოხსნით, მისი საზოგადოებისთვის ნათქვამი ბოდიში არაფრად მივიჩნიეთ და ისევ გარედან მოხვეული სასჯელის პოლიტიკა ავირჩიეთ.
არადა, საზოგადოება უფრო განვითარებულია, როდესაც ადამიანები შინაგანი წესებს ემორჩილებიან და გარედან შემზღუდავი კანონები აღარც ესაჭიროებათ“, – წერს უფლებადამცველი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თამარ მაყაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში საუბრის დროს განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც ბავშვები ბეშუმურ კაბებში არიან გამოწყობილები.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
მსახიობი თამარ მაყაშვილი „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშს იხდის
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა