LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: „ფინეთმა ორივე მშობლისთვის 160-დღიანი მშობლობის შვებულება შემოიღო.. ამ საკითხზე ვაგრძელებთ ბრძოლას”

76
BeFunky-collage

ფინეთმა ორივე მშობლისთვის 160-დღიანი მშობლობის შვებულება შემოიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დიდი ხანია ჩვენ ვითხოვთ მშობლობის ანაზღაურებად შვებულებას ყველასთვის (დღეს ის გარანტირებულია მხოლოდ საჯარო სექტორში)

ამ საკითხზე ვაგრძელებთ ბრძოლას ✊“, – წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, ახალი სისტემა ფინეთში სექტემბრიდან ამოქმედდა.

ფინეთის ახალი მთავრობის ინიციატივით მამები და დედები დეკრეტული შვებულებისთვის თანაბარ ანაზღაურებას მიიღებენ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ოჯახურ ცხოვრებასა და ბავშვების აღზრდაში მამების როლის გაზრდას ისახავს მიზნად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები