LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე – „ოცნება“ შესაძლოა, დაინტერესებულიც არის, რომ ხელისუფლების შემადგენლობაში იყოს რაც შეიძლება ბევრი თამაშდამოკიდებული ადამიანი

170
BeFunky-collage (7)

„ქართული ოცნება“ , შესაძლოა, დაინტერესებულიც არის, რომ ხელისუფლების შემადგენლობაში იყოს რაც შეიძლება ბევრი თამაშდამოკიდებული ადამიანი, რადგან ასეთი ადამიანები ადვილად ექვემდებარებიან სხვადასხვა ტიპის წნეხს და შანტაჟს,“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სახელმწიფო მოხელეების ჩართულობას აზარტულ თამაშებში.

საუბარია ქობულეთის ვიცე-მერზე, რომელმაც სამორინეში 28 ათას დოლარიანი მანქანა მოიგო

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ მოაგვარებდა აზარტული თამაშების პრობლემა კვლავ რჩება ზედაპირულ და ფუყე დაპირებად, როგორც ბევრი სხვა რეფორმა.

„სახელმწიფოს აქვს ძალიან მწირი რესურსი და თითოეული თეთრი, რომელიც მათ განკარგულებაშია აუცილებლად უნდა იყოს მოფრთხილებული. ამის ფონზე კი, საჯარო მოხელეების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უსერიოზულესი პრობლემაა.

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ აზარტული თამაშები კვლავ მოუგვარებელ პრობლემად დარჩეს, რადგან ხელისუფლების შემადგენლობაში მყოფი თამაშდამოკიდებული ადამიანები მარტივად დასაქვემდებარებელი არიან.

ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო სამსახური ძალიან მოწყვლადია სხვადასხვა ტიპის უკანონო ზეგავლენების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოვისმინეთ დაპირება, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდებოდა და უფრო მეტი ყურადღება გამახვილდებოდა საჯარო სამსახურებზე, დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ პრემიერ მინისტრის დაპირება აზარტული თამაშების პრობლემის მოგვარების შესახებ რჩება ისეთივე ფუყედ, როგორც სხვა დანარჩენი. – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები