LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: “რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გამკაცრება და ქონების მიყიდვის შეჩერება მოვითხოვეთ ჩვენ და ხალხმა პეტიციით მარტში, პარლამენტი არ იხილავს საკანონმდებლო ინიციატივას 19 აპრილიდან”

247
fefe

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გამკაცრება და ქონების მიყიდვის შეჩერება მათ ჯერ კიდევ მარტში მოითხოვეს.

როგორც დოლიძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივას 10 ათასი ხელმოწერა აქვს, პარლამენტი მას არ იხილავს.

“1. რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გამკაცრება და ქონების მიყიდვის შეჩერება მოვითხოვეთ ჩვენ პარტია ანა დოლიძე – ხალხისთვის და ხალხმა პეტიციით მარტში.

2. ქართული ოცნება / Georgian Dream ცდილობს ეს მიაწეროს ნაციონალებს და აწარმოოს ტრადიციული ორპოლუსიანი ბრძოლა. გაკრიფოს შუა.

3. პარლამენტი არ იხილავს საკანონმდებლო ინიციატივას 19 აპრილიდან. ურჩევნიათ ეს ლაყბობა, საქმიან დებატს.

4. წინადადებას, რომელსაც ამაგრებს 10 ათასი ხელმოწერა, შეუძლია მხარი დაუჭიროს საპარლამენტო ოპოზიციამაც. არ აკეთებენ.

5. არა ქოცნაცობას. კამპანიას ვაგრძელებთ. მაინც ამოვთხრით. მომავალი ჩვენია,” – წერს ანა დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები