LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს

189
ანა-დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს. ,,ინტერპრესნიუსის ცნობით” სამომავლო გეგმებზე დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „შუადღის რადიოსტუდიაში“ განაცხადა.

„მე ახლა საზოგადოებრივად ვმოღვაწეობ და ძალიან დიდი ინტერესი მაქვს ამის მასშტაბის გაზრდის. ვუყურებ და გული შემტკივა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენად შემიძლია, რომ რაღაცებზე პასუხისმგებლობა მე ავიღო. ამას, რა თქმა უნდა, მე მარტო ვერ გავაკეთებ. უამრავ ხალხს ვხვდები” – ამბობს დოლიძე

 

მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში დაფუძნდება და ის გრძელვადიანი იქნება. ამასთან, როგორც დოლიძემ აღნიშნა, მხოლოდ იმ ადამიანებთან ერთად შეუძლია პრინციპებზე შეთანხმება, რომლებიც ამ ეტაპზე,  არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ იქნებიან აფილირებულნი.

,,პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ გავერთიანდეთ ვინმეს გარშემო ან ვინმესთვის.მე მაქვს მთელი პრინციპების ჩამონათვალი, რომლის გარშემოც მინდა, რომ ვიღაცებთან შევთანხმდე. ასეთი ხალხი არსებობს. უამრავ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. სულ არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები გვერდზე უნდა გავწიოთ. საზოგადოებრივი მოძრაობა პრო-დასავლური ვექტორის იქნება და იქნება ისეთი პლატფორმა, რომელიც 2020-ში ამინდს შექმნის. ეს მოძრაობა იქნება ერთ-ერთი ნიშანი იმ ხალხისთვის, რომელთაც არც „ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდათ“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები