LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ჩუსტები მიიტანა

210
ანადოლიძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან გასაუბრების დაწყების წინ, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა.

მან სხდომაზე განმარტა, რომ იუსტიციის საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გვიანობამდე ატარებს და ამით შრომითი უფლებები ირღვევა.

„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით, მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა საბჭოს წევრი ვასილ მშვენიერაძე.

„უკაცრავად, მაგრამ ზომები იციდით?! მე, მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა რეპლიკით მშვენიერაძემ.

დოლიძეს უპასუხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, დიმიტრი გვირიტიშვილმა და განაცხადა, რომ ვინაიდან იუსტიციის საბჭოში გვიანობამდე მიმდინარეობს გასაუბრებები, როგორც ამ გასაუბრების წარმმართველი პირი, შუამდგომლობას წარუდგენს საბჭოს მდივანს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობის გამო, საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს დანამატი განესაზღვროთ. მისი თქმით, აღნიშნული შრომა კომპენსირებული იქნება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება. საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, ლევან თევზაძეს, ილონა თოდუას და უჩა თოდუას მოუსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები