LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა მამულაშვილი: „საქართველოში ჩატარებული დასხივების შემდეგ, თავში 25 მეტასტაზი მაქვს!..“

30778
ana-mamulashvili-news

ტელეწამყვანი ანა მამულაშვილი ბოლო წლებია, სიმსივნეს ებრძვის. მის დასახმარებლად მეგობრებმა რამდენჯერმე მიმართეს საზოგადოებას, რადგან ანას ერთხელ მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა და კიდევ დასჭირდა სამედიცინო ჩარევა.

ახლაც, როგორც წერს, ისევ ამ ფაზაშია. ამჟამად თურქეთშია, სადაც გამოკვლევები ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში, ერთ-ერთ კლინიკაში გაცემული დასკვნა რეალობას არ შეესაბამება.

გთავაზობთ ანა მამულშვილის სტატუსს ამ თემაზე:

„უფრო მეტად მოვინდომოთ და უფრო მეტად დავეხმაროთ ერთმანეთს მატერიალურად, რომ ყველამ შეძლოს საზღვარგარეთ კვლევებისა და პროცედურების ჩატარება. გთხოვთ! ჟურნალისტებო, გააკეთეთ გადაცემები იმის შესახებ, რომ ამ სფეროში საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა, უფრო მეტი თოქშოუ დაუთმეთ ამ თემას! პ.ს. 7 მეტასტაზით გამომაცილეს საქართველოდან და მანდ ჩატარებული დასხივების შემდეგ, რეალურად თავში 25 მეტასტაზია! სახლში მაქვს საქართველოში დაწერილი დასკვნა, სადაც მუცლის ღრუ პათოლიგიის გარეშეა, 2 კვირაში თურქეთში გადაღებულ დასკვნაში კი წერია, რომ მუცელში მრავლობითი მეტასტაზია! პ.ს.ს. მადლობა ყველას!

16.05.2019. თურქეთი,სტამბული“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები