LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა მიქაძე: “ერბოს ცოტა ჯინჯერი რომ ჩაურიოთ, ცოტა ქონდარი დაამატოთ, გაყინოთ, შემდეგ საკვებს მოაყაროთ, ჩათვალეთ, გაციების წამალს იღებთ, შეიძლება ვაქცინადაც კი გამოდგეს…”

203
BeFunky-collage (10)

ქართული რძის პროდუქტების მკვლევარმა, ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა მიქაძემ გადაცემაში “დილა ფორმულაზე” ერბოს სასარგებლო თვისებების შესახებ ისაუბრა.

“ჩემი დაკვირვებით, დასავლეთ საქართველოში ბერძნების გავლენით უფრო მოდაში იყო ზეთი. საუბარი მაქვს ცივად გამოხდილ ზეთზე. სამეგრელოში მსუქან ადამიანს ნაკლებად შეხვდებით. მოკლედ, დასავლეთ საქართველოში ზოგადად, გამხდრები და გამოწკეპილი ხალხი არიან. ​ეს მთლიანად სწორი კვების დამსახურებაა. იქ რაციონში ძალიან დიდია თხის რძე, თხის ხორცი. თხის ქონს მეგრელები სამკურნალოდ გამოიყენებდნენ, არასდროს მას არ გამოიყენებდნენ საკვებში. თხის რძე დედის რძესთან მიახლოვებულია და ისიც სამკურნალოდ გამოიყენება.

ნებისმიერი ქონი, მათ შორის ღორის მუცლის ქონიც კი, კვების გარდა სამედიცინო თვალსაზრისითაც გამოიყენება და უამრავ მალამოში იყენებდნენ მას. ასევე იყო თხის ქონიც. რაც შეეხება ერბოს, მის საკვებ არაჩვეულებრივ თვისებებთან ერთად, ისიც სამკურნალოა. ერბოს ცოტა ჯინჯერი რომ ჩაურიოთ, ცოტა ქონდარი დაამატოთ, გაყინოთ, შემდეგ საკვებს მოაყაროთ, ჩათვალეთ, რომ გაციების წამალს იღებთ, შეიძლება ვაქცინადაც კი გამოდგეს რიგ შემთხვევაში, ისეთი კაი ვინმეა”,- აცხადებს ანა მიქაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები