LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა, ვერ ვხედავ თანამშრომლობის მიზანს პარტიასთან, რომელიც წარსულში ბრუნდება

134
ანა ნაცვლიშვილი

„ჩემი შეფასებით, მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა, მომავლის ხედვებმა“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც იგი ენმ-ში პარტიის თავმჯდომარეობისთვის ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.

„მიშა, შანსი არ არის წელიწად-ნახევარში არ მიხვდეს, რომ პარტია „დაახიეს“ – იაგო ხვიჩია

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ჩატარებული არჩევნები, არის პარტიის მხარდამჭერების და მისი ამომრჩევლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„ამ გადაწყვეტილებაზე „ლელო“, ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ როგორ ვხედავთ სამომავლოდ ურთიერთობას თუ პარტნიორობას.  ჩემი შეფასებით, სამწუხაროდ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა და მომავლის ხედვებმა. ამიტომ „ლელო“ ორიენტირებულია მომავალზე, საქართველოს მომავალზე, დასავლურ მომავალზე, უსაფრთხო მომავალზე და შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მომავლისკენ სვლას.

პარტია, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ მასთან თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება მომავალში როგორ განვითარდება პროცესები, თუ დავინახავთ, რომ რაიმე რადიკალური ცვლილება არის და მომავალზე ორიენტირება არის, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორობას პარტიაში, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში, აი ამ მეთოდებმა გაიმარჯვა, სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირეობებსა და რესურსებს ახლა ნამდვილად არ ვხედავ.“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია, ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების“ ჩამოშორების საკითხზე კოორდინაცია გვქონდეს“ – მანჯგალაძის თქმით, ხაბეიშვილის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები