LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა სუბელიანის ახალი მოთხოვნა – რას აპირებს სამოქალაქო აქტივისტი 8 ნოემბრის მოვლენების შემდეგ

189
ანა 3

ანა სუბელიანს, რომელსაც ქართულ-შვედური ფილმის პრემიერის დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს, ამ პირების დასჯის გარდა, პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვს.

სუბელიანი ამბობს, რომ პოლიციელების ნაწილი დახმარების ნაცვლად მას მოუწოდებდა, მიმდებარე ტერიტორიიდან გასულიყო.

გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტი ფიქრობს, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ დაწყებულ გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი უნდა დაემატოს, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს. 

სულ დაკავებულია 27 პირი, ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება - შსს

ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

შეგახსენებთ, ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებაზე მისულ მოქალაქეებს „ამირანთან“ შეკრებილმა ანტილიბერალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ შორის იყო ანა სუბელიანიც, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ქვები ესროლეს.

ქართულ-შვედური ფილმის პრემიერა ერთდროულად რამდენიმე კინოთეატრში გაიმართა, თუმცა საპროტესტო აქციების ეპიცენტრი კინოთეატრი „ამირანი“ იყო.

აქციების მონაწილეებისგან ანტიამერიკული განცხადებები ისმის – აშშ-ს საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები