LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანანურის კომპლექსის ფართომასშტაბიან რეაბილიტაციამდე დროებითი ღონისძიებები გატარდება

133
ananuri

ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტავენ, ჯგუფი კომპლექსზე არსებული ვითარების გამოსასწორებლად სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.

სააგენტოს ცნობით, მომავალი წლიდან ანანურის არქიტექტურული კომპლექსი ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტი შეიქმნება. იქამდე კი, პრევენციულ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ.

“ვითარების კომპლექსურ გადაწყვეტამდე, რაც მომდევნო წლიდან ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის პროექტის წარმართვას ითვალისწინებს, პრევენციულ გადაწყვეტილებებს სააგენტო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საქართველოს საპატრიარქოსთან ერთობლივად შეიმუშავებს.

არსებული გარემოებიდან გამომდინარე, დროებითი ღონისძიებებით ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ტერიტორიაზე აღიკვეთება ვიზიტორთა ჯგუფების უკონტროლო ქმედებები, რაც უპირველესად უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფითა და ძეგლთა დაცვითი პრინციპებით იქნება ნაკარნახევი. პრევენციული გადაწყვეტილებების შედეგად გამოირიცხება ვიზიტორთა ჯგუფების მიერ არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული სტრუქტურული სეგმენტების მექანიკური დაზიანებების ალბათობა და გამოუსწორებელი ხარვეზების შექმნის რისკი,”– განმარტავენ სააგენტოში.