LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანბანის სკვერთან სავაჭრო ცენტრი აღარ აშენდება: თბილისში ჟიული შარტავასა და გურამ გაბისკირიას ძეგლები დაიდგმება

460
etueu

დიდ დიღომში ანბანის სკვერში არსებული ნაგებობა, რომელზეც კახა კალაძის თქმით, ნებართვა რამდენიმე წლის წინ გაიცა, არ აშენდება და მოხდება მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა-გამოსყიდვა.

კალაძის თქმით, შეთანხმება უკვე მიღწეულია. დედაქალაქის მერი პირობას დებს, რომ  სკვერი სრულად იქნება მოწესრიგებული.

,,ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც პრობლემაა და ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისითაც დაუშვებელია მწვანე სკვერებსა და სივრცეებში ასეთი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული სკვერი მოეწყობა და გალამაზდება. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მივიდნენ და იქ დაისვენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მერიისთვის ქალაქის გამწვანება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ კონტექსტში მან გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს უშუალოდ დაავალა, რომ მოსკოვის პროსპექტზე არსებული გზაგამყოფი რეაბილიტირდეს. კერძოდ, თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ველობილიკები და საბავშვო სივრცეები.

,,მოსკოვის გამზირზე არის ხეივანი, რომელიც საკმაოდ დიდი, დაახლოებით 4 კმ-ის სიგრძისაა, საუბარი მაქვს გზაგამყოფზე, დღეს იქ არსებული მდგომარეობა არის ძალიან რთული. იქ შესაძლებელია ველობილიკების და ბავშვებისთვის სპეციალური სივრცის გაკეთება.

რამდენიმე დღის წინ ვიყავით სამგორის რაიონში, შანხაის დასახლებაში, სადაც კორპუსებს შორის არსებული სივრცე მოვაწესრიგოთ და უნდა გენახათ, რამხელა სიხარული იყო, როგორი ბედნიერი იყო ხალხი განხორციელებული პროექტით. ბევრი გვაქვს ასეთი ადგილი ქალაქში, რომელიც მოუწესრიგებელია და ამას უნდა დავუთმოთ ძალიან დიდი ყურადღება”,- განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კალაძე თბილისში ჟიული შარტავასა და გურამ გაბისკირიას ძეგლების დადგმას გეგმავს. მან შესაბამის სამსახურებს აღნიშნულ თემაზე მუშაობა დაავალა.

“ჟიული შარტავა იმსახურებს იმას, რომ მისი ძეგლი არსებობდეს დედაქალაქში და ჟიული შარტავას ძეგლთან ერთად მე ვიტყოდი გურამ გაბისკირიას ძეგლს… ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ ჩვენი გმირების შესახებ აუცილებლად უნდა იცოდნენ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ისე როგორც ამ ადამიანებს ეკადრებათ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ტრადიციულად ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ტაქსების რეფორმა. ცნობილია, რომ პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება.

ვრცლად იხილეთ აქ:

პარკირებაზე ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა, შეიცვალა ქვითრის ჩაბარების წესიც

მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები