LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

And Then We Danced ქართულ კინოთეატრებში ნოემბერში გამოვა

143
1566505505-5d5efa3830503

ქართულ-შვედური ფილმი And Then We Danced საქართველოს კინოთეატრებში ნოემბერში რამდენიმე დღით გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ “თბილისი პრაიდი” ავრცელებს. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო მსახიობები საჯარო ჩვენებას არ დაესწრებიან.

ცნობისთვის, ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალურ კატეგორიაში დააჯილდოვეს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ”  - მორიგი აღიარება ამჯერად ჩიკაგოს კინოფესტივალიდან

ეს არის მეექვსე პრიზი, რომელიც ქვიარ თემატიკაზე შექმნილმა დრამამ მოიპოვა.

როგორც ფილმის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერია, ეს არის მეექვსე პრიზი, რომელიც ქვიარ თემატიკაზე შექმნილმა დრამამ მოიპოვა.

ეს გახლავთ ლევან ატკინსის ფილმი, რომელიც ქართულის მოცეკვავე ბიჭის შესახებაა, მას თავისი ანსამბლის ერთ-ერთი მოცეკვავე, ასევე ბიჭი, შეუყვარდება. ეს არის პირველი ქართული ფილმი ამ თემაზე და სხვათა შორის, მას სკანდალური გამოხმაურებები არ დაჰკლებია საქართველოში, თუმცა საზღვრებს გარეთ კინოკრიტიკოსების ქება დაიმსახურა.

ქართულ-შვედური ფილმი გეი სიყვარულის შესახებ შვედეთის სახელით ამერიკის კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდოს უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად იბრძოლებს.

And then we danced შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები