LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია ჯაღმაიძე: “ვისთან უნდა შედგეს შერიგება? არავინ შენდობას არ ითხოვს”

39
jaghmaidze.jpeg

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ე.წ. საყოველთაო შერიგების შესახებ ისაუბრა.

როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, შერიგება მასთან უნდა შედგეს, ვინც შენდობას ითხოვს.

“უბრალოდ ვკითხულობ, ვისთან უნდა შედგეს შერიგება? წარმოიდგინეთ, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს რაღაც დაუშავა, ვინ უნდა შერიგდეს ერთმანეთთან? მესამე ხომ არ შეურიგდება რომელიმეს? ერთმა უნდა ითხოვოს შენდობა და მეორე უნდა იყოს თანახმა ამ შენდობისა. ერთმანეთს უნდა მიმართოს იმ ხალხმა, ვინც ერთმანეთს ემდურის და აწყენინა. ეს არის აქ გაურკვეველი, რომ არავინ შენდობას არ ითხოვს. არავინ არავის არ ელაპარაკება შენდობის ენით, პირიქით, ჩვენ ვნახეთ, მეუფე შიოს ქადაგება როგორც გაიგეს და როგორი რეაქცია მოჰყვა ამას და ეს რიტორიკა ახლა კი არ დაწყებულა”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები