LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელი გახარიას პრემიერობას ულოცავს

128
merkel4

გერმანიის კანცლერი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს. ანგელა მერკელი მილოცვაში ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს შემდგომი განვითარების პროცესში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-საქართველოს კომისიის ჩარჩოში, ასევე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. გერმანია კვლავ მზად არის, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული და კონსტიტუციური სტრუქტურების შემდგომ განვითარებაში. გისურვებთ წარმატებებს, ძალასა და მიღწევებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობაში“ – ნათქვამია ანგელა მერკელის მისალოც წერილში.

პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას კენჭი 8 სექტემბერს უყარა და დაამტკიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახდა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. საჭირო იყო 76 დეპუტატის თანხმობა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და არ ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები.

რა ქონებას ფლობს მთავრობის ახალი მეთაური

2018 წელს გიორგი გახარიას შემოსავალმა 60 ათას ლარს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები