LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის „ქიმია“ – წყვილის ფოტოები და ერთობლივი ინტერვიუ

10690
anichiradze-news33333

ჟურნალ OK!  გარეკანს ანი ჩირაძისა და კონსტანტინე თელედურის წყვილი ამშვენებს. ჟურნალმა ცნობილ შეფმზარეულსა და მსახიობთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. შეგახსენებთ, ისინი მცირე ხნის წინ თელავში დაქორწინდნენ და ახლო მეგობრებია გარემოცვაში მოაწერეს ხელი.

საკუთარი სიყვარულის ამბავს OK! -ის უყვებიან.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

კოტე, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

(კოტე): ერთ სახლში, ერთ საღამოს.

როდის გაჩნდა პირველი „ქიმია“ და როგორ განვითარდა თქვენი ისტორია?

(კოტე): პირველი „ქიმია“? ალბათ, როცა შეიგნეს, როგორც მეცნიერება. ისტორია დღესაც ვითარდება.

(ანი): „ქიმია“, როგორც მეცნიერება? ჩვენი წელთაღრიცხვით მე-3-მე-4 საუკუნეებში გაჩნდა ალქიმია, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა ლითონის გადაქცევა კეთილშობილ ლითონებად, „ისტორია“ კი მუდამ განვითარდება.

დაახასიათეთ ერთმანეთი.

(ანი): კოტე კარგი ბიჭია.

(კოტე): თბილია, ერთია.

ახსენით, რა არის სიყვარული?

(კოტე): სუნთქვა, სიახლოვე, ემოცია, სიჩქარე, სისველე, სიცხე.

(ანი): ეს რომ ავხსნა, მაშინ მომეცით ჯილდო სამყაროსგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები