LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერი გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს აკრიტიკებს: „პასუხობენ, რომ რუსეთიდან არიან!..“

4120
ani-giunteri

ანი გიუნტერი გერმანიაში ყოფნისას ერთ უსიამოვნო „ტრადიციას“ გადაეყარა, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველების ნაწილი მისდევს. როგორც ტელეწამყვანი წერს, მათ ურჩევნიათ კითხვაზე, „საიდან ხართ“, უპასუხონ – „რუსეთიდან“, რადგან ასე უფრო უადვილდებათ ახსნა გერმანელებისთვის.

ანი წერს:

„სანამ ჩვენ აქ რუსებს სტუმართმოყვარე ქვეყანაში შუბლში ვახლით პროტესტს, ბევრი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ტრადიციულ შეკითხვაზე: “ვერ არ იუ ფრომ” გერმანელებს სიამაყით პასუხობს “რაშა”-ს. რომ ვკითხე “ვას ისტ დას” და როგორ არ გრცხვენიათ-მეთქი, ძალიან ბედნიერად მიპასუხეს, რომ საქართველო არ იციან და ასე უადვილდებათ ახსნა.

ჰოდა, ვიჯექი და ყველგან: მუზეუმში, ირიშ პაბში ამ ჩემს გერმანელებს ტექსტებს ვაზეპირებინებდი ჩვენი უნიკალური ქვეყნის, ანბანის და მადლობა ღმერთს ბევრი გვაქვს მოსაყოლი, სხვა ღირსებების შესახებ.

გერმანელი რომ გეტყვის, არ ვიცოდით და მადლობა, რომ გაგვაცანიო, ქართველს რატომ უნდა დაეზაროს ახსნა და რუსეთს ამოეფაროს? ჰოდა ბოლოს რომ მეკითხებოდნენ, შენ თავად რა გვარი ხარო ?)))) ეგ იყოს ყველაზე სახალისო ფინალი ამ სამწუხარო ისტორიაში.

დილა მშვიდობისა, საქართველო! გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა მის ფარგლებს გარეთაც.

პ.ს. ვერ გთაგავთ, იზვინიტე, არ დაგიმეგობრებთ, სანამ “ნაშა რაშა” ჩემს საქართველოდ არ გადაიქცევა თქვენთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები