LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერი „ვალენტინოს“ კომბინეზონში ბრწყინავს – „ბრენდმა შენს სხეულზე უნდა მიიქციოს ყურადღება…“

377

ანი გიუნტერი დღევანდელ დილის ეთერში ბრწყინავდა. მან ლამაზი კომბინეზონი მოირგო, რომელიც ძალიან უხდებოდა. ეთერის შემდეგ ამ სამოსით გადაღებული ფოტოც დადო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ანის ვკითხეთ, რა ბრენდისაა კომბინეზონი, რომლითაც ყურადღება მიიქცია.

ანი:

ეს „ვალენტინოს“ კომბინეზონია. აქ არ მიყიდია, მოსკოვიდან ჩამოიტანეს და შევიძინე. ზოგადად, ჩემს გარდერობში ბრენდული სამოსი მოიძებნება. ზოგადად, რაც ლამაზია მომწონს. ბრენმა შემდეგ უნდა მიიქციოს შენს სხეულზე ყურადღება. სასურველია, არა დიდი წარწერით და არც იარლიყით (იღიმის).

ზოგადად, არასდროს მომნდომებია სამოსი იმიტომ, რომ ბრენდულია, თუმცა ფაქტია, რომ მოდის სფეროში აღიარებული დიზაინერების ნამუშევრები ხშირად უფრო მომგებიანია, ვიდრე თუნდაც ჩვენი გემოვნებით შექმნილი. ხშირად დამიჭერია თავი იმაზე, რომ მომწონდა კონკრეტული მოდელი და შემქონდა ვთქვათ, რაღაც ცვლილებები (იღიმის). მერე კი მიფიქრია, ცოტა გამცინებია, რადგან ცხადია, ყველას გემოვნების საკითხია, მაგრამ მიმინდია საკუთარი თავი და მითქვამს: ოკ. ალბათ, ვალენტინომ ჩემზე უკეთ იცის, ამა თუ იმ სამოსს ამოღებული ზურგი უხდება თუ არა. თუმცა არჩევანი მაინც ჩემზეა (იღიმის).

ნინო მურღულია

15240147_10209881088036943_114647302_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები