LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერის ექსმეუღლე მეორედ დაქორწინდა – „მე და კახა 2014 წელს დავშორდით ერთმანეთს…“

3852

ტელეწამყვან ანი გიუნტერის ყოფილი მეუღლე, კახა არაბიძე მეორედ დაქორწინდა. მისი ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ტელესახეს დავუკავშირდით იმის გასაგებად, როგორ შეხვდა ყოფილი ქმრის ხელახლა დაქორწინებას. როცა დავურეკეთ, ანი კახა არაბიძის დედას სტუმრობდა ზესტაფონში, სადაც მისი შვილები ისვენებენ.

ანი გიუნტერი:

სხვის პირადზე საუბრის უფლება არ მაქვს, ასე რომ, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთ შესწორებას შევიტან, რომ მე და კახა ერთმანეთს 2014 წლის მარტში დავშორდით, იქიდან მოყოლებული ერთი პირადი არ გაგვაჩნია. შესაბამისად, კახა ანი გიუნტერის ქმარი აღარ არის (იღიმის).

შენს პირადშიც ხომ არ არის ცვლილებები? გადასარევად გამოიყურები.

ცვლილებები სახეზეა. მადლობა კომპლიმენტისთვის (იცინის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები