LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა ფაცაციას დედის წერილი: „წარმოვიდგინე ანიტა უჩემოდ, როგორ გამომგლეჯდნენ ხელებიდან…“

10597
thumbnail (2)

ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე, ანიტას მდგომარეობით დაინტერესებულთათვის პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის უმძიმესი დღეები დგას:

„ძალიან მეძინება, რამდენი ღამის უძილო ვარ, ვერ გეტყვით, მაინც ვერ ვეშვები აქაურობას. მესინჯერში უკვე თითქმის ვეღარავის გპასუხობთ და ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ. არადა, რა სიტყვებს მწერთ, როგორ მწყდება გული, რომ ყველაფრის წაკითხვის საშუალება არ მაქვს. რაც ამ ჯგუფში ხდება, იმის ნახევარსაც ვერ ვკითხულობ და რასაც ვახერხებ, შოკში ვარ. არ ვიცი, რით დავიმსახურეთ ეს ყველაფერი. სულ ეს კითხვა მაქვს თავში, მაგრამ პასუხი არ მაქვს. როგორ მინდა, ყველას სათითაოდ მოგწეროთ მადლობა და როგორ არ გამომდის.

მე და ანიტა რეანიმაციაში ვართ. დღეს უმძიმესი დღე მქონდა. მითხრეს, რომ რეანიმაციაში ჩემი შეყვანის უფლება არ ჰქონდათ. რომ წარმოვიდგინე ანიტა უჩემოდ, როგორ გამომგლეჯდნენ ხელებიდან და მე გარეთ მომიწევდა ყოფნა, ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ ექიმებს შევეცოდე და აქვე შემომიგორეს ლოგინი. ახლა ჩემი გოგოს გვერდით ვარ და მონიტორზე მივჩერებივარ მის მონაცემებს. ყველას დიდი მადლობა, რომ ლოცულობთ, რომ ყველაფერს აკეთებთ ჩვენთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები