LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილმა გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო მიიღო [ვიდეო]

167
dfgvdsf

ანიტა რაჭველიშვილმა, 2018 წლის საუკეთესო აუდიო ჩანაწერისთვის, გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო German Record Critics Award 2018 მიიღო.

დაჯილდოების ცერემონია ჰოლანდიის სახელწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

ანიტა გერმანულმა გაზეთმა die welt-მა პირველი დისკისთვის დააჯილდოვა, რომელიც ჩამწერმა კომპანია Sony Classical – მა გამოსცა.

„1984 წელს დაბადებული ანიტა რაჭველიშვილი, მილანის ლა სკალაში კარმენში დებიუტის შემდეგ საერთაშორისო საოპერო სამყაროს აბსოლუტურ ვარსკვლავად მოიაზრება. მის გამოსვლებს ზეიმობენ ლონდონსა თუ ნიუ-იორკში, პარიზში, მიუნხენსა თუ ბერლინში. მისი ფოკუსირებული ხმის ცეცხლოვანი ინტენსიურობა და სტილისტური შეგრძნების შეუცდომლობა გვაგონებს დიდ ტერეზა ბერგანცას და მერილინ ჰორნს, მისი მუქი ტემბრი კი ოლგა ბოროდინას. რაჭველიშვილი სრულად ფლობს ცდუნების (კარმენი, დალილა), სინატიფის (შარლოტა და სანტუცა) და თავდაჯერების (ებოლი და საფო) ყველა ელფერს და ნიუანსს. ეს ჩანაწერი უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი დაპირება – ეს დიდი ხელოვნების დასტურია. (წლის კომიტეტისთვის: მიხაელ შტეგემანი),“ – ნათქვამია ანიტას შეფასებაში.

ჯილდო 1980 წელს დაარსდა მუსიკალური ჩაწერის სფეროში “უმაღლესი მიღწევებისა და ხარისხის ყველაზე მკაცრი სტანდარტების” შექმნის მიზნით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები