LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანიტას მდგომარეობა უცვლელია, არ აღინიშნება უკუსვლა, რაც კარგი ამბავია“

1505
little-anita-news

ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის ამბებს მთელი საქართველო ადევნებს თვალ-ყურს. როგორც იცით, პატარა გოგონას გულთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, რომლის მკურნალობაზე თანხმობა მხოლოდ ინდოელმა ექიმებმა განაცხადეს.

ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანიტას ჯგუფში, რომელიც „ფეისბუქზეა“ შექმნილი, ინფორმაციას მარიკა ხუციშვილი ავრცელებს:

„67-ე სიკეთის ღამემშვიდობისა!

ანიტას მდგომარეობა უცვლელია. მკურნალობა მაქსიმალურად მიმართულია ინფექციის დასაძლევად.

(ფოტო ძველია)

როგორც უკვე გითხარით, ექიმ ბალაკრიშნანის თქმით, ისიც, რომ არ აღინიშნება მდგომარეობის უკუსვლა – კარგი ამბავია.

ძალიან ბევრმა მოგვწერეთ კითხვით, სანდოა თუ არა ინდოელი ექიმების მკურნალობის მეთოდი.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო ანიტა, რისთვისაც მათი ძალიან მადლიერები ვართ, ხოლო ექიმი ბალაკრიშნანი კი ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვთა კარდიოქირურგია მსოფლიოში.

გარდა ამისა, ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ანიტას მკურნალ ექიმთან დავით ბერიშვილთან, რომელიც საქართველოს საუკეთესო ბავშვთა კარდიოქირურგია, ანიტას ავადმყოფობის პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩართულია და ყველა სახის დახმარებას გვიწევს დისტანციურად. მისი შეფასებით, ანიტას მკურნალობა ამ ეტაპზე სრულიად სწორად მიმდინარეობს.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ დავით ბერიშვილმა თბილისში ანიტას გასინჯვისთანავე, გარდა დიაგნოზისა ყველა სწორი მიმართულება მოგვცა, სწორედ მან ახსენა პირველმა ინდოეთში გამგზავრება და დღემდე, ყველა სასარგებლო რჩევას ამ ადამიანისგან და მისი ბავშვთა კარდიოქირურგების არაჩვეულებრივი გუნდისგან ვიღებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ქართველები ძალიან ძლიერი და კარგი ერი ვართ!

ერთად ყველაფერს შევძლებთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები