LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანიტას ორგანიზმში არსებული ინფექცია უკან იხევს, მაგრამ დღევანდელი კვლევით, სისხლში ახალი ბაქტერია ამოითესა”

945
83948416-3198859530142824-7069827983841689600-n

პატარა ანიტას მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში, ოჯახის ახლობელი, მარიკა ხუციშვილი ახალ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. მისი თქმით, ანიტას ორგანიზმში არსებული ინფექცია უკან იხევს, მაგრამ სისხლში ახალი ბაქტერია ჩნდება.

“ანიტას ორგანიზმში უკვე არსებული ინფექცია უკან იხევს, მაგრამ დღევანდელი კვლევით, სისხლში ახალი ბაქტერია ამოითესა, რომლის ზუსტ სახეობას ექიმები ხვალ გაგვაცნობენ.

?? გრძელდება დიალიზი და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების გადასმა.

?? ბავშვის ხელები სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო ისევ გამუქებულია.
?თუმცა, სწორედ მათი დათვალიერება-შესწავლით გაჰყავს დრო ანიტას, რადგან რეანიმაციულ განყოფილებაში მისნაირი ცელქი არავინ არაა და კარგად ვერ ერთობა.

? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გოგო მართვით სუნთქვის აპარატზეა, ხშირად სთხოვს დედიკოს საყვარელი საწოვარას მოწოდებას და მის მოხმარებასაც ახერხებს.

❣ ჩვენ კი მოთმინებით, თქვენი სიყვარულის, ლოცვისა და დადებითი ენერგიის იმედით, ველოდებით ანიტას მდგომარეობის გაუმჯობესებას!”

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გოგო ძალიან მოწყენილია, მაინც ეკონტაქტება მშობლებს” – როგორია ანიტას მდგომარეობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები