LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი დაჭმუჭნული კაბით გამოჩნდა (ფოტო)

1030
enji-news19

ანჯელინა ჯოლი რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა ქალიშვილთან, ვივიენთან სეირნობისას გადაიღეს. ამჯერად კი 44 წლის მსახიობი ბევერლი-ჰილზში დააფიქსირეს. ფოტოგრაფებმა ენჯი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოდიოდა.

ამბობენ, რომ ანჯელინა ჯოლიმ სამედიცინო შემოწმება მას შემდეგ გაიარა, რაც ნიუ-მეხიკოში გადაღებებზე იმყოფებოდა. ანჯელინა ახალ ფილმზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა „მათ, ვისაც ჩემი სიკვდილი სურთ“. სამედიცინო ცენტრს ენჯი გრძელ საზაფხულო კაბაში სტუმრობდა. ყურადღება მიიქცია ნაჭრის ფაქტურამ, რომელიც  დაჭმუჭნული ჩანდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები