LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი პოლიტიკაში წასვლაზე ფიქრობს

joliii

ანჯელინა ჯოლი პოლიტიკური კარიერის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ჰოლივუდის ვარსკვლავმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ოსკაროსანი მსახიობი ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლაზე აქამდე არ უფიქრია, თუმცა ახლა მიაჩნია, რომ შეუძლია იყოს იქ სადაც საჭიროდ ჩათვლის.

“ოცი წლის წინ რომ გეკითხათ, არც კი დავფიქრდებოდი ისე გამეცინებოდა. მაგრამ ახლა, იმ გზით წავალ, რომელსაც საჭიროდ ჩავთვლი. მე შემიძლია მთავრობასთან ერთად მუშაობა, ასევე სამხედროებთან მუშაობა და ამიტომ, ვეძებ ისეთ რამეს, რაც საშუალებას მომცემს უფრო ბევრი რამ ვაკეთო”, – ამბობს გადაცემაში ჯოლი

43 წლის ჯოლის ამჟამად გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური წარმომადგენლის პოსტი უკავია და პარალელურად დევნილთა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და გარემოს დაცვის კამპანიაშიც აქტიურადაა ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები