LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ და ჟაკლინ ბისემ პარიზის ქუჩებში გაისეირნეს (ფოტო)

1667
jolibise

ანჯელინა ჯოლი ცოტა ხნის წინ პარიზს ესტუმრა, სადაც მისი მონაწილეობით ახალი კლიპის გადაღებები მიმდინარეობს. ამჯერად კი 44 წლის ვარსკვლავი Guerlain-ის მოდის სახლის სტუმარი გახდა. ის ახალი არომატის Mon Guerlain-ის სახეა.

პარფიუმერული ბრენდის მოდის სახლში სტუმრობისას ანჯელინამ არჩევანი შავ-თეთრ კაბაზე გააკეთა. ანსამბლს შარფი და მზის სათვალე ასრულება. მოგვიანებით კი მსახიობმა ისევ პარიზის ქუჩებში გადაინაცვლა, სადაც მას ნათლია და ასევე ფრანგული კინოს ლეგენდა, ჟაკლინ ბისე შეუერთდა.ზოგადად ბისე იშვიათად ჩნდება ჟურნალისტებთან. ამიტომ პაპარაცები ცდილობენ, მისი ყოველი გადააგდილება გადაიღონ. 74 წლის ვარსკვლავი წითელ პიჯაკსა და თეთრ შარვალში იყო გამოწყობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები