ანრი ჯოხაძე ოთხივე რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ოთხივე რადიოსადგურის ეთერს სტუმრობდა. „ოქროს ტალღის დღიურებში“ მომღერალმა კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, 2015 წელს ის „ოქროს ტალღის“ მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა, წლის სიმღერისთვის „განა ყველა ქალი ქალია?“ მან მთავარი პრიზი მოიპოვა. ამჟამად ის ორი სიმღერითაა წარდგენილი, მათ შორის ერთი დუეტია ბიგ თიკოსთან და ბავშვებთან, მეორე კი პოპულარული „ცივი ნოემბერი“, რომლის კლიპსაც „იუთუბზე“ უამრავი ნახვა აქვს.

„ოქროს ტალღა 2015“- ის გამარჯვებული, მომღერალი ანრი ჯოხაძე სტუმრად გადაცემაში “ოქროს ტალღის დღიურები“ #ოქროსტალღა #goldenwave

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2019

ანრი ჯოხაძე:

საერთოდ, ასაკის მატებასთან ერთად ვისწავლე საკუთარი ემოციებისა და სურვილების სწორად განაწილება. ვისწავლე ერთი კარგი რამ, არაფრის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. როცა ადამიანები ვიქმნით ილუზიას, რომ რაღაცაში გვეკუთვნის პრიზი, მერე რა, შენ რომ ასე მიიჩნევ, თუნდაც ობიექტურად მიიჩნევდე ასე. ვიღაც არ ფიქრობს ასე. ამიტომ, მყარად მოვჯდეთ ჩვენს ადგილებზე მყარად და ღირსეულად (იცინის). რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. თუ რამე მოვა, უფრო სასიხარულოა. ანრი ჯოხაძემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ არტისტისთვის მელოდია მნიშვნელოვანი უნდა იყოს – „მსოფლიოში ტრენდული სხვა რამ არის. დაამზადებენ კომპოზიციას ორი ნოტით და ამაზე ცეკვავს ამერიკა, მოსწონს იქაურ მსმენელს, მაგრამ მოდი, აბა, ჩვენთან გააკეთოს ასეთი სიმღერა? არ  არიან ქართველები ამ ორნოტიანი სიმღერების მომსმენი. თუკი არტისტი უარყოფს თავის შემოქმედებაში მელოდიას, ეს მისი პრობლემაა. რად მინდა ასეთი სიმღერა, რომელსაც მსმენელი ვერ დაიმახსოვრებს?“

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

 

 

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები