გაატარე ზაფხული საქართველოში კამპანიის ფარგლებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 12 აგვისტოს, ანსამბლმა კიმილიამ კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე შესრულდა ხალხური სიმღერები, როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები. 2001 წელს ქართულ მრავალხმიანობას იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.